ვაშლის პეროგი
(სამარხვო)
მასალა:
ვაშლი 1–1,5კგ.
პურის ფქვილი 200გრ.
შაქარი 200გრ.
მანანის ბურღული 200გრ.
სოდა 3–4გრ.
კარაქი 100–120გრ.
მომზადება:
ვაშლი გავასუფთავოდ კანისგან, გავხეხოთ და
გავყოთ ორ ნაწილად. მშრალ ჯამზე ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მანანის
ბურღული და სოდა, ფქვილიანი მასა გავაყოთ სამ ნაწილად, შემდეგ გამოსაცხობ ფორმას
წავუსვათ კარაქი და ფორმის მთლიანი ზედაპირი დავფაროთ ფქვილიანი მასისს 1/3
ნაწილით, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ვაშლის 1/2 ნაწილი, ვაშლზე მოვაყაროთ
ფქვილიანი მასა, შემდეგ ვაშლი და ვაშლზე კვალავ ფქვილიანი მასა, ბოლოს მოვაყაროთ
გახეხილი კარაქი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში
(გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და შემდეგ დავჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევევაში
დაიფხვნება).
|