ვაშლის და ნიგვზის
ორცხობილა (სამარხვო)
მასალა:
მარგარინი (სამარხვო) 70გრ.
შაქარი 3–4 ს/კ.
ნახევარი ვაშლი
ნიგოზი (გატარებული) 0,5 ჭიქა
პურის ფქვილი დაახლოებით 1 ჭიქა
მომზადება:
მარგარინი გავადნოთ, დავამატოთ შაქარი, კანგაცლილი გახეხილი ვაშლი,
გატარებული ნიგოზი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს ცხიმიანი ისეთი,
რომ ხელს არ ეკვროდეს). მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები,
მოვათავსოთ ცხიმსწასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში.
|