ცომში შემწვარი საზამთრო
მასალა:
საზამთრო 1კგ.
კვერცხის გული (ყვითრი) 2ც.
სახამებელი (კრახმალი) 2 ჭიქა
პურის ფქვილი 2 ჭიქა
წყალი 0,5 ჭიქა
შაქრის პუდრა 1/2 ჭიქა
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
საზამთრო გავასუფთავოდ კანისაგან და კურკებისაგან, შემდეგ დავჭრათ
საშუალო ზომის ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილში. სახამებელი გავხსნათ
წყალში, დავამატოთ კვერცხის გული და კარგად ავურიოთ, მომზადებულ მასაში ამოვავლოთ
საზამთროს ნაჭრები და შევწვათ დიდი რაოდენობის ზეთში. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ
შაქრის პუდრა.
|