ცომში შემწვარი ბანანი
მასალა:
ბანანი 1–2ც.
პურის ფქვილი 3 ს/კ.
რძე 150მლ.
დარიჩინი, შაქარი და ვანილი გემოვნებით
ცოტა მარილი
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
2 ცალი ბანანი გავასუფთავოდ და დავჭრათ მრგვალად. ფქვილს დავამატოთ
მარილი, დარიჩინი, შაქარი, ვანილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ რძე და
კვლავ ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია), მომზადებულ მასაში
ჩავყაროთ ბანანის ნაჭრები და კარგად ავურიოთ რათა ცომმა დაფაროს ბანანის ნაჭრები ყველ მხრიდან, შემდეგ
ბანანის ნაჭრები ჩავყაროთ გაცხელებულ ზეთში (ზეთი მთლიანად უნდა ფარავდეს ბანანის
ნაჭრებს) და შევწვათ ოქროსფერი ფერის მიღებამდე. მომზადების შემდეგ ნაჭრები
ამოვიღოთ ზეთიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|