თბილისური პეროგი
მასალა:
პურის ფქვილი 600გრ.
არაჟანი 400გრ.
მარგარინი 250გრ.
ცოტა მარილი
შიგთავსი:
კარაქი 100გრ.
ხახვი 1კგ.
კვერცხი 6ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, მარგარინი, არაჟანი და
მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავაჩეროთ 20 წუთი, შემდეგ გავყოთ ორ თანაბარ
ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მასზე მომზადებული შიგთავსი,
გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი (გაბრტყელებული), გვერდები გადავუკეცოთ, ზედაპირი
რამოდენიმე ადგილზე დავსეროთ, წავუსვათ 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული, შემდეგ
მომზადებული მასა გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში.
შიგთავსის
მომზადება:
4
ცალი კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად. ხახვი გავასუფთავოდ, დავჭრათ
კუბიკებად, დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და შემდეგ წყალი
გადავასხათ. ხახვს შევურიოთ კვერცხი, გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი
დ კარგად ავურიოთ.
|