თაფლიანი ნამცხვარი (სამარხვო)
მასალა:
პურის ფქვილი 1,5–2 ჭიქა
შაქარი 0,5 ჭიქა
მცენარეული ზეთი 0,5 ჭიქა
თაფლი 3 ს/კ.
თბილი წყალი 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ.
ქიშმიში 0,5 ჭიქა
წვრილად დაჭრილი ნიგოზი 0,5–1 ჭიქა
ვანილი 1 პაჩკა
ცოტა მარილი.
მომზადება:
ქიშმიშს დავასხათ ადუღებული წყალი, შემდეგ წყალი გადავასხათ, ქიშმიში
გავაშროთ, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, ცოტა ფქვილი და კარგად ავურიოთ. შაქარი
დავყაროთ ტაფაზე, დავდგათ გაზქურაზე ნელ ცეცხლზე
სანამ კარამელის კონსისტენციას არ მივიღებთ, შემდეგ ნელ–ნელა დავასხათ
თბილი წყალი და ვადუღოთ სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. შემდეგ გადმოვასხათ
ჯამზე და ცოტათი გავაცივოთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ ზეთი, თაფლი, ვანილი, მარილი,
დავამატოთ შაქარიანი წყალი (თბილი), კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ გაცრილი
ფქვილი, გამაფხვიერებელი და ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის
კონსისტენცია), მომზადებულ ცომში ჩავყაროთ ქიშმიშიან–ნიგვზიანი მასა, კვლავ
ავურიოთ და ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში.
გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 40–45 წუთის
განმავლობაში.
|