ტორტი „უცნაური"
მასალა:
ბისკვიტი:
კვერცხი 10ც.
პურის ფქვილი 10 ს/კ.
შაქარი 10 ს/კ.
ვანილი 1ც.
სოდა 0,5ჩ/კ.
კრემი:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჩ/ჭ.
ფქვილი 6 ს/კ.
კარაქი 100გრ.
რძე 1,5ლ.
ვანილი 1ც.
შიგთავსი:
ნიგოზი გემოვნებით.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე
ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი და
ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ,
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და
გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში.
(გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება,
რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის
ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ
ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და
მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ
გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავამატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი
და კვლავ ავთქვიფოთ.
ტორტის აწყობა:
ბისკვიტი გავაცივოთ და გავჭრათ შუაზე 2 ფენად, შემდეგ პირველ ფენას
წავუსვათ მომზადებული კრემი, მოვაყაროთ მოხალული წვრილად დაჭრილი ნიგოზი,
დავაფაროთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი და კვლავ მოვაყაროთ ნიგოზი. მომზადების
შემდეგ შევდგათ მაცივარში 1–2 საათით.
|