მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » მარტი » 13 » ტორტი „კიევის“
14:06
ტორტი „კიევის“


ტორტი „კიევის"

 

მასალა:

კვერცხის ცილა 5ც.

შაქარი 1 ჭიქა

შაქრის პუდრა 1 ჭიქა

 

კრემი №1:

კვერცხის გული (ყვითრი) 5ც.

შაქარი 3/4 ჭიქა

კარაქი 300გრ.

 

კრემი №2:

კვერცხი 2ც.

შაქარი 1/2 ჭიქა

სახამებელი (კრახმალი) ან პურის ფქვილი 1 ჩ/კ.

რძე 1/2 ჭიქა.

 

შიგთავსი:

ნიგოზი 200–250გრ.

 

გასაფორმებლად:

შოკოლადი და სგუშონი გემოვნებით.

 

მომზადება:

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გატეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ შაქარი, შაქრის პუდრა და კვლავ ავთქვიფოთ. ცივ გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ სუფრის კოვზით დავასხათ მასზე მომზადებული მასა პატარა ბურთებად და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში დაბალ ტემპერატურაზე.

 

კრემი №1–ის მომზადება:

კვერცხის გულს დავამატოთ შაქარი, დარბილებული კარაქი და კარგად ავურიოთ.

 

კრემი №2–ის მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ სახამებელი, ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ ადუღებულ რძეში, განუწყვეტლივ ვურიოთ მომზადებამდე. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ და შევურიოთ კრემი №1.

 

ტორტის აწყობა:

დიდ თეფშზე დავაწყოთ გამომცხვარი რგოლები, წავუსვათ მომზადებული კრემი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი და მოხახლული ნიგოზი, ნიგოზზე დავაწყოთ გამომცხვარი რგოლები, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, კვლავ დავაწყოთ გამომცხვარი რგოლები, წავუსვათ კრემი, შემდეგ შოკოლადი გავადნოთ სგუშონთან ერთად, ცოტა გავაგრილოთ, მოვასხათ ტორტს და გავაფორმოთ გახეხილი შოკოლადით.  მომზადების შემდეგ შევდგათ მაცივარში 5–7 საათი.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 6323 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „კიევის“ | რეიტინგი: 3.0/5
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: