ტორტი „იდუმალება"
მასალა:
ბისკვიტი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
კვერცხი 3ც.
შაქარი 1 ჭიქა
არაჟანი 300მლ.
კაკაო 2 ჩ/კ.
გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ.
კრემი:
შაქარი 1 ჭიქა
არაჟანი 400მლ.
გასაფორმებლად:
შოკოლადი 200–300გრ.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
არაჟანს დავამატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ
გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერბელი, კვერცხი და კვლავ ავურიოთ, შემდეგ მომზადებული
მასა გავყოთ ორ ტოლ ნაწილად, ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო, კარგად ავურიოთ, ჩავსხათ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში. მეორე ნაწილიც (თეთრი ფერის) ასევე გამოვაცხოთ.
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ შაქარი და კვლავ
ავთქვიფოთ.
ტორტის აწყობა:
ყავისფერი და თეთრი ბისკვიტი გავაცივოთ, შემდეგ თითოეული გავჭრათ
შუაზე (სულ გამოდის 4 ფენა), ყავისფერ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ თეთრი
ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ყავისფერი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, შემდეგ
კვალავ დავაფაროთ თეთრი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.
|