მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » ტორტი „არ მჯერა“
18:11
ტორტი „არ მჯერა“


ტორტი „არ მჯერა"

 

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 10ც.

პურის ფქვილი 10 ს/კ.

შაქარი 10 ს/კ.

ვანილი 2ც.

სოდა 1 ჩ/კ.

 

I კრემი:

არაჟანი დაახლოებით 1 ჭიქა

შაქარი გემოვნებით  დაახლოებით 1 ჭიქა

 

II კრემი:

სგუშონი 1 ქილა

კარაქი 200–250გრ.

 

გასაფორმებლად:

კივი 8–10ც.

შოკოლადი გემოვნებით.

 

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

(ზემოთ აღნიშნული ბისკვიტის მასალა გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად და გამოვაცხოთ 2 ბისკვიტი). კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. (მეორე ბისკვიტიც ასევე გამოვაცხოთ).

 

I კრემის მომზადება:

არაჟანი აფთქვიფოთ შაქართან ერთად.

 

II კრემის მომზადება:

დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტები ცოტა გავაცივოთ და გავჭრათ დანის საშუალებით შუაზე (უნდა გამოვიდეს ოთხი ფირფიტა), შემდეგ სასურველ ფორმაზე დავსხათ ცოტა არაჟნის კრემი კარაგად მოვასწოროთ ზედაპირზე, დავაფაროოთ ერთი ფირფიტა, დავასხათ კიდევ არაჟნის კრემი, კოვზით გადავანაწილოთ ისე რომ მთლიანად ფარავდეს ფირფიტას და გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ფირფიტას კოვზით მოვაშოროთ ზედმეტი კრემი, გადავიტანოთ სასურველ ფორმაზე, წავუსვათ სგუშონიანი კრემი და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ასე გავაკეთოთ ბოლო ფენამდე, ბოლო ფენასაც წავუსვათ სგუშონიანი კრემი ზედაპირზე და ირგვლივ, ცენტრში მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და გავაფორმოთ კივით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2634 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „არ მჯერა“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: