ტომატის ტორტი
მასალა:
ფირფიტები:
პურის ფქვილი 4–5 ჭიქა
მარგარინი 250გრ.
კვერცხი 3ც.
შაქარი 1 ჭიქა
სოდა 0,5 ჩ/კ.
ტომატ–პასტა 4 ს/კ.
კრემი:
არაჟანი 0,5ლ.
შაქარი 1–1,5 ჭიქა
მომზადება:
მარგარინი გავხეხოთ, დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ ხელებით
(მასა უნდა იყოს ფხვიერი), შემდეგ ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ
სოდა, ტომატ–პასტა კარგად ავურიოთ, დავამატოთ
ფქვილიან მასას და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 8 ნაწილად,
თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ აირღუმელში (ფირფიტები ძალიან მალე
ცხვება). გამოცხობის შემდეგ ფირფიტები გავაცივოთ, გვერდები შემოვუსწოროთ
(ჩამოჭრილი ნაწილები დავფხვანათ და შევინახოთ ტორტზე მოსაყრელად) დავკრემოთ მომზადებული კრემით და თავზე და
ირგვლივ მოვაყაროთ დარჩენილი ნაფხვენები.
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად.
|