სტაფილოთი
ფარშირებული ბადრიჯანი (სამარხვო)
მასალა:
ბადრიჯანი 500გრ.
სტაფილო 250გრ.
ნიორი 2 კბილი
მაიონეზი (სამარხვო) 200გრ.
მარილი გემოვნებით
ზეთ შესაწვავად.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ თხლად სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ
5–10 წუთი. შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. შეწვის შემდეგ
თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტისებურად.
შიგთავსის მომზადება:
სტაფილო გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი,
მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.
|