სოკოს პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 200გრ.
თბილი რძე 0,5 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 15 გრ.
ზეთი 2 ს/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
სოკო 200გრ.
ყველი 100გრ.
მაიონეზი გემოვნებით.
სოუსი:
კვერცხი 3ც.
0,3 ჭიქა თბილი წყალი
ლიმონის წვნი 1 ს/კ.
წვრილად დაჭრილი კამა 3
ს/კ.
წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
რძეს დავამატოთ
საფუარი, მარილი, ზეთი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, მომზადებულ ცომს გადავაფაროთ
ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად 30 წუთი, შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ მაიონეზი, მაიონეზზე მოვათავსოთ წვრილად
დაჭრილი და ზეთში მოთუშული სოკო, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ცომს გვვერდები
კარაგად გადავუკეცოთ, მოვასხათ მომზადებული სოუსი და გამოვაცხოთ 200*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.
სოუსის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ
ლიმონის წვენთან და წყალთან ერთად, შემდეგ დავამატოთ მარილი, წიწაკა, კამა და
კარაგად ავურიოთ.
|