შვრიის და მაკარონის
კატლეტი (სამარხვო)
მასალა:
მაკარონი 200–300გრ.
შვრიის ფანტელები 200–300გრ.
ხახვი 5 თავი
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
შვრიის ფანტელებს დავასხათ ადუღებული წყალი, შემდეგ წყალი გადავწუროთ,
დავამატოთ მოხარშული მაკარონი, კარგად ავურიოთ და ხახვთან ერთად გავატაროთ
ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ მოვაყაროთ პილპილი, მარილი და კვლავ ავურიოთ. მომზადებული
მასისგან გავაკეთოთ პატარა რგოლები ამოვავლოთ ფქვილში ან დაფქვილ ორცხობილაში
(სუხარში) და შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან.
|