შოკოლადში
გამომცხვარი ბანანი
მასალა:
ბანანი 1 ც.
ნიგვზიანი შოკოლადი 30 გრ.
ცოტა ვანილი.
მომზადება:
ბანანი გავრეცხოთ, ერთ მხარეს გავუკეთოთ
ჭრილი და ჭრილში მოვათავსოთ შოკოლადის ნაჭრები, შემდეგ ბანანი შევახვიოთ ფოლგაში
ისე რომ ფოლგის შიგნით იყოს ჰაერი და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ ვანილი.
|