მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » შოკოლადის ტორტი ყავის კრემით
18:00
შოკოლადის ტორტი ყავის კრემით


შოკოლადის ტორტი ყავის კრემით

 

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 10ც.

პურის ფქვილი 10 ს/კ.

შაქარი 10 ს/კ.

ვანილი 1ც.

სოდა 0,5ჩ/კ.

კაკაო 2 ს/კ.

 

კრემი:

კვერცხი 3ც.

შაქარი 1,5 ჩ/ჭ.

ფქვილი 6 ს/კ.

კარაქი 100გრ.

რძე 1,5ლ.

ვანილი 1ც.

შოკოლადი 60გრ.

კაკაო 1 ს/კ.

ყავა 1 ს/კ.

 

დასანამი:

1 ჭიქა ტკბილ ჩაის დავამატოთ 1 ჩ/კ. ხსნადი ყავა და 2 ს/კ. რომი ან კონიაკი.

 

მინანქარი (გლაზური):

სგუშონი 100გრ.

შავი შოკოლადი 100გრ.

შაქარი 1 ს/კ.

კარაქი 1 ჩ/კ.

ვანილი 1ც.

 

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი, კაკაო და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

 

კრემის მომზადება:

კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე, კაკაო და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ შესქელებამდე, დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით, ბოლოს დავამატოთ ყავა, შოკოლადი და როცა შოკოლადი გადნება კრემი გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. გავაგრილოთ და მოვასხათ ტორტს. თუ გლაზური ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული რძე.

 

ტორტის აწყობა:

მომზადებული ბისკვიტი გავჭრათ 3 ფენად. პირველი ფენა დავნამოთ მომზადებული დასანამით, წავუსვათ მომზადებული კრემი, შემდეგ დავფაროთ მეორე ფენა, კვლავ დავნმაოთ, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მესამე ფენა, დავნამოთ, წავუსვათ კრემი ტორტს მთილიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვასხათ მინანქარი (გლაზური).  გავაჩეროთ 4 საათი.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 3126 | დაამატა: natia | ტეგები: შოკოლადის ტორტი ყავის კრემით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: