შოკოლადის და ვაფლის ბურთები
მასალა:
ვაფლი 500გრ.
კარაქი 100გრ.
შოკოლადი 50გრ.
ნიგოზი 1 ჭიქა.
კაკაო 1–2 ს/კ.
მომზადება:
ვაფლი და ნიგოზი
დავაბლენდეროთ (დაბლენდერებული მასიდან 3–4ს/კ. შევინახოთ). დავამატოთ გახეხილი
შოკოლადი, კაკაო, გამდნარი კარაქი და
კარგად ავურიოთ, მომზადებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები და თითოეული ბურთი
ამოვავლოთ ნიგვზიან–ვაფლიან მასაში.
|