შემწვარი ბადრიჯანი მწვანილებით
მასალა:
ბადრიჯანი 2 კგ.
წყალი 1 ჭიქა
ძმარი ½ ჭიქა
მარილი 2 ს.კ.
წიწაკის მარცვლები
5–7 ც.
ოხრახუში 1 კონა
კამა 1 კონა
ნიორი 1 თავი
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალად მოვაყაროთ ცოტა მარილი და
გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. მწვანილები და ნიორი გავასუფთავოდ
და დავჭრათ. შემდეგ ფენებად ჩავაწყოთ ბადრიჯანი, მწვანილები, ნიორი და ასე გავიმეოროთ
ბოლომდე, შემდეგ ბადრიჯანს დავასხათ მომზადებული მარინადი, ზედაპირზე დავადოთ რაიმე სიმძიმე და როდესაც გაცივდება შევინახოთ
მაცივარში 1 დღით. მეორე დღეს ბადრიჯანი მზად იქნება.
მარინადის მომზადება:
წყალს დავამატოთ მარილი, ძმარი, წიწაკის მარცვლები
და ავადუღოთ.
|