შემწვარი გოგრის
მარცვლები (სამარხვო)
მასალა:
გოგრის მარცვლები 1 ჭიქა
წყალი 2 ჭიქა
მარილი 1 ჩ/კ.
ზეთი გემოვნებით.
მომზადება:
გოგრის მარცვლები გავრეცხოთ, ჩავყაროთ
ქვაბში, დავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი, დავდგათ გაზქურაზე და ადუღების შემდეგ
ვხარშოთ 10 წუთი, შემდეგ წყალი გადავასხათ, ფორმას წავუსვათ ზეთი, 1 ფენად
მოვათავსოთ გოგრის მარცვლები და შევდგათ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში
10–20 წუთით, სანამ არ შეფერადდება.
|