შაქრიანი „ფუმფულა"
მასალა:
პურის ფქვილი 500გრ.
საფუარი 1 ს/კ.
მარილი 0,5 ჩ/კ.
წყალი.
შაქრის პუდრა (ან
შაქარი) და ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ
საფუარი, მარილი, თბილი წყალი და მოვზილოთ რბილი, ცომი (ცომი ხელებს უნდა ეკვროდეს) შემდეგ ცომს
გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით ამოსასვლელეად (ამოსვლის
პერიოდში ცომი ერთხელ გადავზილოთ დასველებული ხელით). როდესაც ცომი ამოვა ხელები
დავისველოთ ზეთით, შემდეგ ცომს მოვაწყვიტოთ პატარა გუნდები და შევწვათ ტაფაზე
ზეთში. (შემწვარი პონჩიკები მოვათავსოთ ჯამზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა (შაქრის
პუდრას წინასწარ შევურიოთ ვანილი) და
გადავაფაროთ ტილო, რათა არ გამაგრდეს).
|