სამარხვო პური
(სამარხვო)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
ცივი წყალი 1 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
მარილი 0,5 ჭიქა
შიგთავსი:
კარტოფილი 2ც.
ხახვი 1 თავი
სტაფილო 1ც.
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ წყალი, სოდა, მარილი და მოვზილოთ ცომი. მომზადებული
ცომი შევინახოთ მაცივარში 1–2 საათით. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, გავყოთ
რამოდენიმე ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მათზე მომზადებული
შიგთავსი, შევახვიოთ, გავაბრტყელოთ თხლად და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
შიგთავსის მომზადება:
კარტოფილი და სტაფილო გავხეხოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,
მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ და შევწვათ ზეთში.
|