სამარხვო პეროგი
მასალა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
ზეთი 3 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
თბილი წყალი 1 ჭიქა
ვანილი გემოვნებით
ნებისმიერი ხილის ჯემი
1 ჭიქა.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ შაქარი, ზეთი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თბილი წყალი, ვანილი და კარგად ავურიოთ ხის კოვზით, შემდეგ მომზადებული ცომი დავასხათ პერგამენდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, შემდეგ ცომზე კოვზით ერთმანეთისგან დაცილებით დავასხათ ჯემი, შევდგათ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. გამოცხობის
შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|