სამარხვო ორცხობილა
„ნიგვზის სიამოვნება"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 5,5–6 ჭიქა (ან რასაც
შეიზელს)
ზეთი1 ჭიქა
წყალი 1 ჭიქა
შიგთავსი:
ნიგოზი 1–1,5 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
მომზადება:
ქვაბში ჩავსხათ ზეთი და
წყალი, დავდგათ გაზქურაზე და ავადუღოთ, შემდეგ ცოტა გავაგრილოთ, დავამატოთ ფქვილი
და მოვზილოთ მაგარი ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქეზე და დავჭრათ
ოთკუდხედი ფორმის ნაჭრებად, თითოეული ცომის ნაჭერი კიდევ გავაბრტყელოთ, შემდეგ
მოვათავსოთ მათზე 1 ჩ/კ. მომზადებული შგთავსი გადავახვიოთ რულეტისებურად, წავუსვათ
წყალი, მოვაყაროთ ნიგვზიან–შაქრიანი მასა, დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე და
გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის
განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
ნიგოზი გავატაროთ, შემდეგ დავმატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ.
(უკეთესია თუ დავბლენდერებეთ).
|