სამარხვო ოლადები
მასალა:
პურის ფქვილი 4 ჭიქა
წყალი 2,5 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 2 ჩ/კ.
შაქარი 4 ს/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
ზეთი შესაწვავად
ქიშმიში გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს
დავამატოთ წყალი, საფუარი, შაქარი, მარილი, ქიშმიში, და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა
ჰქონედს სქელი არაჟნის კონსისტენცია), შემდეგ ცომი დავდგათ თბილ ადგილას 1
საათით. ერთი საათის შემდეგ მომზადებული
ცომი კოვზით მოვათავსოთ პატარა რგოლებად ტაფაზე და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
|