სალათი „თოვლის ბაბუა"
მასალა:
მოხარშული ბრინჯი 1 ჭიქა
მოხარშული კარტოფილი 3–4ც.
მოხარშული კვერცხი 1ც
ყველი 1–2 ნაჭერი
მაიონეზი 1 ს/კ
ნიორი 1–2 კბილი
მარილი გემოვნებით
სტაფილო, მწვანილი და შავი წიწაკის მარცვლები გასაფორმებლად.
მომზადება:
მოხარშული
კარტოფილისგან გავაკეთოთ პიურე, შემდეგ დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, გახეხილი კვერცხი,
ყველი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. მიღებული
მასისგან გავაკეთოთ დიდი, საშუალო და პატარა ზომის ბურთები. მომზადებული ბურთები დავაწყოთ
ერთმანეთზე. თოვლის ბაბუას სტაფილოსგან გავუკეთოთ ცხვირი, ქუდი და პირი, შავი წიწაკის მარცვლებისგან
თვალები, ბროწეულისგან ღილები ხოლო მწვანილისგან
ხელები.
|