სალათი „სოკო"
მასალა:
კვერცხი 2ც.
პომიდორი 2ც.
სალათის ფოთლები 1 კონა
ხახვი 1 თავი
კამა 1 ღერო
ზეთი 1 ს/კ.
ძმარი 2 ს/კ.
მარილი გემოვნებითც
მაიონეზი გასაფორმებლად.
მომზადება:
სალათის ფოთლები და კამა გავრეცხოთ და დავჭრათ
წვრილად, შემდეგ დავამატოთ გრძლად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი
ძმარი და კარგად ავურიოთ. თეფშზე დავაფინოთ სალათის ფოთოლი და მასზე მოვათავსოთ
მომზადებული სალათი. სალათზე დავდოთ მოხარშული
კვერცხი. შემდეგ პომიდორი გავჭრათ შუაზე გამოვაცალოთ რბილობი და ზემოდან დავაფაროთ
მოხარშულ კვერცხს, გავაფორმოთ მაიონეზით.
|