სალათი ნიახურით
(სამარხვო)
მასალა:
კარტოფილი 2ც.
სტაფილო 1ც.
ხახვი 1 თავი
ნიახური 1 კონა
კიტრის ან მწვანე პომიდვრის მწნილი 2ც.
ზეთი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
და სტაფილო მოვხარშოთ, შემდეგ გავასუფთავოდ და დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიახური, კუბიკებად დაჭრილი კიტრი, მოვაყაროთ მარილი,
მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ.
|