სალათი
„მრავალფეროვნება" (სამარხვო)
მასალა:
მოხარშული ლობიო 0,5 ჭიქა
მოხარშული ჭარხალი 1 თავი
მოხარშული კარტოფილი 3–5ც.
ყვავილოვანი კომბოსტო 300გრ.
სოკო 200გრ.
მოხარშული სტაფილო 2ც.
კიტრის მწნილი 3ც.
ხახვი 1 თავი
ზეთი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო
მოვხარშოთ და დავშალოთ ყვავილებად. სოკო დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში ხახვთან ერთად.
მოხარშლი კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი დავჭრათ კუბიკებად (ჭარხალს ცალკე
გადავურიოთ ცოტა ზეთი, რათა დანარჩენი ბოსტნეული წითლად არ შეღებოს), შემდეგ დავამატოთ
მოხარშული ლობიო, წვრილ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, მოთუშული სოკო, მოხარშული
კომბოსტო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასახთ ზეთი და კარგად ავურიოთ. (თუ სოკოს
შევწვათ დიდი რაოდენობით ზეთში, ამ შემთხევევაში სალათს ზეთი აღარ დვამატოთ).
|