სალათი „გველი"
მასალა:
ბრინჯი
1 ჭიქა
მოხარშული
კარტოფილი 3–4ც.
ყველი
200გრ.
მოხარშული
კვერცხი 3–4ც.
კიტრის
მწნილი 3–4ც.
ნიორი
2–3 კბილი
მაიონეზი,
პილპილი და მარილი გემოვნებით
კამა,
მწვანე ხახვი, ზეთის ხილი და სიმინდის მარცვლები გასაფორმებლად.
მომზადება:
მოხარშული
კარტოფილისგან გავაკეთოთ პიურე, შემდეგ დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, გახეხილი კვერცხი,
ყველი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.
მიღებული მასა მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე და მივცეთ გველის ფორმა, შემდეგ კი გავაფორმოთ,
კიტრით, ზეთის ხილი, სიმინდის მარცვლებით, მწვანე ხახვით და კამით.
|