სალათი
მასალა:
პარკი ლობიო 1კგ.
სტაფილო 2ც.
სალათის ფოთლები 1 კონა
ნიორი 3–4 კბილი
არაჟანი, მწვანე ხახვი,
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პარკი ლობიო დავტეხოთ
და შევწვათ ზეთში, შემდეგ ცოტა გავაცივოთ და დავმატოთ გახეხილი სტაფილო, დანაყილი
ნიორი, წვრილად დაჭრილი სალათის ფოთლები და მწვანე ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა,
მარილი, მოვასხათ არაჟანი და კარგად ავურიოთ.
|