სახლის შოკოლადი
მასალა:
კაკაო 100გრ.
რძე ან ნაღები 50მლ.
შაქრი 2 ს/კ.
კარაქი 50 გრ.
ვანილი გემოვნებით
სურვილისმებრ შეგვიძლია დავამატოთ
ნიგოზი, ქიშმიში და ა.შ.
მომზადება:
ნელ ცეცხლზე გავაცხელოთ რძე ან ნაღები (არ
ავადუღოთ), შემდეგ დავამატოთ შაქარი, ვანილი, კარაქი, კარგად ავურიოთ და როდესაც
კარაქი გადნება, მომზადებული მასა გადმოვდგათ გაზქურიდან, დავასახთ კაკაოს და
კარგად ავურიოთ, შემდეგ ცოტათი გავაცხელოთ ნელ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე (სურვილისმებრ
შოკოლადს შეგვიძლია დავამატოთ ნიგოზი,
ქიშმიში და ა.შ.). მომზადების შემდეგ სურვილისამებრ შეგვიძლია ჩავსხათ ფორმეში და
შევინახოთ მაცივარში (საყინულეში).
|