სახლის პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
წყალი 1 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 11 გრ.
ზეთი 1 ს/კ.
შაქარი 1 ჩ/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
შიგთავსი:
პომიდორი 3ც.
კიტრის მწნილი 2ც.
ძეხვი 400 გრ.
მოხარშული კვერცხი 2ც.
ყველი 150 გრ.
მაიონეზი 250გრ.
კეჩუპი 100–150გრ.
ნიორი, შავი პილპილი და
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავსხსნათ წყალში,
დავამატოთ შაქარი, მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი. გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ჯამზე,
ფქვილს ცენტრში გავუკეთოთ პატარა სიღრმე, შემდეგ ჩავასხათ მასში მომზადებული
საფუარიანი მასა, დავამატოთ ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი, გადავაფაროთ ტილო და
დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთი. შემდეგ მომზადებული ცომი გავაბარტყელოთ და
მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ კეჩუპი, მთლიან ზედაპირზე
მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი ძეხვი, ძეხვზე მოვაყაროთ გახეხილი კვერცხი, კვერცხზე
დავაწყოთ თხლად დაჭრილი კიტრი, კიტრზე მრგვალად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ
პილპილი, მარილი, დანაყილი ნიორი, წავუსვათ მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და
გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.
|