საახალწლო
სალათი
მასალა:
მოხარშული კვერცხი 6 ც.
მოხარშული კარტოფილი 3 თავი
კრევეტები 200 გრ.
ყველი, მაიონეზი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშული კარტოფილი და კვერცხი გავხეხოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი
კრევეტები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.
მომზადებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, შემდეგ თითოეული ბურთი ამოვავლოთ
გახეხილ ყველში და მოვათავსოთ სალათის ფოთლებზე. შევინახოთ მაცივარში 1–2 საათით.
|