რულეტი პოვიდლოთი (სამარხვო)
მასალა:
პურის
ფქვილი 3 ჭიქა
მცენარეული
ზეთი 5 ს/კ.
საფუარი
(დროჟი) 1 ს/კ.
შაქარი
2 ჩ/კ.
მარილი
1 ჩ/კ.
მინერალური
წყალი ეასაც შეიზელს ფქვილი.
შიგთავსი:
ნებისმიერი
ხილის პოვიდლო გემოვნებით.
მომზადება:
საფუარს
დავამატოთ 1 ჩ/კ. შაქარი, 3–4 ს/კ. თბილი წყალი, კარგად ავურიოთ, გადავაფაროთ ტილო
და დავდგათ თბილ ადგილას 20 წუთით. ღრმა ჯამში გავცრათ ფქვილი, დავმატოთ მარილი, 1
ჩ/კ. შქარი, ზეთი, მომზადებული საფუარი, ნელ–ნელა დავასხათ თბილი წყალი და
მოვზილოთ ელასტიური ცომი (ცომი არც ძალიან სქელი უნდა იყოს და არც ძალიან თხელი).
ცომს გადავაფროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 2 საათით. 2 საათის შემდეგ ცომი
გავყოთ ორ ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ მათზე ხილის
პოვიდლო, გადავახვიოთ რულეტისებურად, დავდოთ პერგამენტდაფარებულ ცხიმწასმულ
გამოსაცხობ ფორმაზე, გადავაფროთ ტილო, და დავდგათ თბილ ადგილას კიდევ 20 წუთი. 20
წუთის შემდეგ რულეტებს წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ 190–200* ტემპერატურაზე
გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 15–20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის
შემდეგ რულეტები დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
|