ყველის და ჭარხლის
ფოთლების ხაჭაპური (ოსური)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2,5 ჭიქა
რძე ან წყალი 100მლ.
კეფირი 100მლ.
საფუარი (დროჟი) 10–15გრ.
კვერცხი 1ც.
კარაქი 15გრ.
არაჟანი 1 ს/კ.
შაქარი 1/3 ჩ/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
წითელი ჭარხლის ფოთოლი 250გრ.
ორუსი ყველი ან სულგუნი 200გრ.
ცოტა მარილი.
კარაქი ხაჭაპურზე წასასმელად 40–50გრ.
მომზადება:
ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი ან რძე,
დავამატოთ შაქარი, მარილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ საფუარი და კვლავ ავურიოთ.
შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი (0,5–0,75 ჭიქა), განუწყვეტლივ ვურიოთ,
რათა გამოვიდეს ალადის კონსისტენციის ცომი, მომზადებული მასა დავდგათ თბილ ადგილზე
ამოსასვლელად. კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ სხეულის ტემპერატურამდე. კეფირი
კვერცხი და არაჟანი წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან, რათა პროდუქტები გათბეს ოთახის
ტემპერატურამდე. შემდეგ მომზადებულ ცომს დავამატოთ კეფირი, კარაქი, არაჟანი, კვერცხი
და კარგად ავურიოთ. ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი,
ელასტიური ცომი. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ჯამზე, წავუსვათ ცოტა ზეთი,
მოვაყაროთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე ამოსასვლელად. შემდეგ
მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თითებით ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცომის ცენტრში
მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, შევახვიოთ ხინკლისებურად, თითებით გავაბრტყელოთ,
მოვათავსოთ მშრალ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას არაფერი არ წავუსვათ), ცომი ცენტრში
ჩავჩხვლიტოთ დანით, რათა გამოვიდეს ორთქლი, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
გამოცხობის შემდეგ ცხელ ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი.
შიგთავსის მომზადება:
ჭარხლის ფოთლები გავრეცხოთ, დავასხათ
ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 2–3 წუთი, შემდეგ წყალი გადავწუროთ, დავასხათ კვლავ
ადუღებული წყალი გავაჩეროთ კიდევ 2–3 წუთი და გადავასხათ წყალი. შემდეგ ფოთლები
კარგად გავწუროთ, ღეროები მოვაჭრათ, ხოლო ფოთლები დავჭრათ მსხვილად. ყველი
ჩავჭყლიტოთ, დავამატოთ დაჭრილი ჭარხლის ფოთლები, თუ საშირო იქნება დავამატოთ
მარილი და კარგად ავურიოთ.
|