ფორთოხლის ცუკატები
(სამარხვო)
მასალა:
5ც. ფორთოხლის კანი
შაქარი 2 ჭიქა + მოსაყრელად
კარაქი 1 ს/კ.
მომზადება:
ფორთოხლის კანი დავჭრათ პატარა ხაზებად,
დავასახთ წყალი და ვხარშოთ 30 წუთი, შემდეგ წყალი გადავასხათ, დაჭრილ კანს
დავასხათ ახალი წყალი და კვლავ ვხარშოთ 30 წუთი, ეს პროცესი გავიმეოროთ კიდევ
ერთხელ (რათა კანს ზედმეტი სიმჟავე გამოუვიდეს) და შემდეგ გადავასხათ წყალი. ცალკე
ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი, დავდაგთ ნელ ცეცხლზე და
განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება, შემდეგ დავამატოთ კარაქი, როდესაც
კარაქი გადნება, დავამატოთ მომზადებული ფორთოხლის კანი და ვხარშოთ სანამ სიროფი
მთლიანად არ გაუჯდება (ხარშვის დროს პერიოდულად ვურიოთ), შემდეგ გადმოვიღოთ
თუშფალანგზე. დიდ თეფშზე მოვაყაროთ შაქარი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა,
კარგად ამოვავლოთ შაქარში, გავაჩეროთ რამოდენიმე საათი და ცუკატები მზადაა.
|