ფორთოხლის მაფინები
მასალა:
პურის ფქვილი 180გრ.
კარაქი 125გრ.
ფორთოხალი 1ც.
კვერცხი 3ც.
შაქარი 200გრ.
გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ.
რძე 100გრ.
მომზადება:
კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ
ერთმანეთისგან, ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, დავამატოთ შაქარი, კვლავ
ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული, ფორთოხლის წვენი, გამაფხვიერებელი,
რძე, გამდნარი კარაქი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა ჩავასხათ
ფორმებში და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|