ფხვიერი ტორტი
მასალა:
ცომი:
პურის ფქვლი 400გრ.
კარაქი ან მარგარინი (ოთახის ტემპერატურის) 250გრ.
შაქარი 150გრ.
კაკაო 3–4 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
შიგთავსი:
კვერცხი 4ც.
შაქარი 200გრ.
არაჟანი 100მლ.
ხაჭო 500გრ.
პურის ფქვილი 2ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ კარაქი, შაქარი, კაკაო, ვანილი და კარგად ავურიოთ
ხელებით (მასა უნდა იყოს ფხვიერი). გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავყაროთ
მასში მომზადებული ფქვილიანი მასისს ნახევარზე მეტი, შემდეგ ზედაპირზე ფრთხილად
დავასხათ მომზადებული შიგთავსი, მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილიანი მასა და გამოვაცხოთ
180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 40–50 წუთის განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად აქაფებამდე, შემდეგ დავამატოთ ხაჭო,
არაჟანი, ვანილი, ფქვილი და კვალავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
|