პრიანიკი
მასალა:
კეფირი 0,5ლ.
შაქარი 2 ჭიქა
კვერცხის გული (ყვითრი)
4 ც.
მცენარეული ზეთი 7 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი 1კგ.
კაკაო 2 ს/კ.
გლაზური:
კვერცხის ცილა 4ც.
შაქრის პუნდრა ან შაქარი
1,5 ჩ.ჭ
ცომის მომზადება:
კეფირს დავამატოთ სოდა და გავაჩეროთ 1–2 წუთი. კვერცხის
გული ცალკე ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით, შემდეგ დავამატოთ კეფირი, ზეთი და კარგად
ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი (ფქვილს წინასაწარ შევურიოთ კაკაო) და მოვზილოთ რბილი ცომი,
მომზადებული ცომი დავდგათ თბილ ადგილზე 5–10 წუთით, შემდეგ ცომი გავყოთ 3 ნაწილად,
თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 1სმ. სისქეზე
და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, ცომის
ნაჭრები დავაწყოთ პერგამენდაფარებულ ან ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ
180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.
გამოცხობის შემდეგ ჯამში მოვათავსოთ 2 ს/კ. გლაზური
და ამოვავლოთ 7–9 პრიანიკი (პრიანიკი უნდა იყოს ცხელი). ასე გავაკეთოთ დარჩენილი პრიანიკებიც.
გლაზურის მომზადება:
კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ
შაქრის პუდრა და ქკვლავ ავთქვიფოთ.
|