
პური ქიშმიშით
მასალა;
თეთრი პური 500 გრ.
კარაქი 100 გრ.
შაქარი 3 ს/კ.
ქიშმიში 6 ს/კ.
რძე 2 ჭიქა
კვერცხი 3 ც.
ვანილი 10 გრ.
მომზადება:
პური დავჭრათ 8 ნაჭრად.
პურის 4 ნაჭერს ერთი მხრიდან წავუსვათ კარაქი, შემდეგ მშრალი მხრიდან დავაწყოთ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე ისე, რომ კარაქიანი ნაწილი იყოს ზევით, კარაქიან
მხარეზე მოვაყაროთ ქიშმიში დავაფროთ დარჩენილი 4 ნაჭერი პური, თითოეულ ნაჭერს
მოვასხათ მომზადებული სოუსი და გამოვაცხოთ აირღუმელში. მომზადების შემდე მოვაყაროთ
გახეხილი შოკოლადი.
სოუსი მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ
შაქართან ერთად, შემდეგ დავამატოთ რძე, ვანილი და კვალვ ავთქვიფოთ.
|