პიცა–ბუტერბროდი
მასალა:
პური 8 ნაჭერი.
ყველი 100 გრ.
სოსისი 5 ც.
კიტრი 1 ც.
მაიონეზი, ნიორი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სოსისი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად,
დავამატოთ დანაყილი ნიორი, გახეხილი ყველი, მოვაყაროთ მარილი, მოვასახთ მაიონეზი
და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა წავუსვათ პურის ნაჭრებს და გამოვაცხოთ
აირღუმელში.
|