პიცა
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500 გრ.
საფუარი (დროჟი) 21 გრ.
250მლ. თბილი წყალი
ზეთი 50 გრ.
თაფლი 1,5 ს/კ.
მარილი 1,5 ჩ/კ.
შიგთავსი:
პომიდორი 4ც.
ყველი 100–150გრ.
წითელი ხახვი 2–3 თავი
მწვანე რეჰანი და
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
საფუარი გავხსნათ
თაფლში და თბილი წყალში, შემდეგ დავამატოთ მარილი, ზეთი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი,
მომზადებულ ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 1 საათით, შემდეგ ცომი
გავყოთ ორ ნაწილად, ორივე ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ პერგამენტაფარებულ
გამოსაცხობ ფორმაზე და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით, შაემდეგ ცომებზე თითებით
გავაკეთოთ სიღრმეები, მოვაპკუროთ ზეთი, ერთ ცომზე დავაწყოთ პომიდვრის ნაჭრები და რეჰანის
ფოთლები, მოვაყაროთ მარილი, ხოლო მეორე ცომზე დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი ხახავი და
მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი, გამოვაცხოთ 250* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში
დაახლოებით 10–12 წუთის განმავლობაში.
|