პიკანტური ქათმის ფრთები
მასალა:
ქათმის ფრთები 1,2კგ.
მარინადი:
მაიონეზი 5 ს/კ.
მდოგვი 1 ს/კ.
ცხარე აჯიკა 1 ჩ/კ.
თაფლი 1 ჩ/კ.
ხმელი ქინძი, ქონდარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაიონეზს დავამატოთ მდოგვი, აჯიკა, თაფლი, ქინძი, ქონდარი, წიწაკა,
მარილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვასხათ ქათმის ფრთებს, კარგად
ავურიოთ და გავაჩეროთ 2 საათი. შემდეგ გამოსაცხობ ფორმაზე მოვათავსოთ საცხობი
ქაღალდი, მასზე დავაწყოთ ქათმის ფრთები და შევწვათ აირღუმელში.
|