პასკა
მასალა:
პურის ფქვილი 500გრ.
საფუარი (დროჟი) 11გრ.
შაქარი 150გრ.
მარგარინი 150გრ.
კვერცხი 3ც.
რძე 250გრ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
ქიშმიში 150გრ.
ვანილი დანის წვერით.
წასასმელად:
კვერცხი 1ც.
მომზადება:
საფუარს დავამატოთ 250გრ. ფქვილი, თბილი რძე, ავურიოთ და დავდგათ თბილ
ადგილზე 40–60 წუთი. შემდეგ დავამატოთ მარგარინი, შაქარი, კვერცხი, ვანილი,
მარილი, დარჩენილი ფქვილი, კარგად ავურიოთ, დავდგათ თბილ ადგილას რამოდენიმე
საათით ამოსასვლელად, ამოსვლის შემდეგ ცომს დავამატოთ ქიშმიში კვლავ ავურიოთ და
დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად. შემდეგ მომზადებული ცომი მოვათავსოთ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმებში (ფორმებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე მწვანე
ბარდის ან ტომატ–პასტის რკინის ქილები) ფორმები შევავსოთ მაქსიმუმ ნახევრამდე,
გავაჩეროთ 40 წუთი, 40 წუთის შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და
გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ პასკებს წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის
ცილა და მოვაყაროთ ფერადი ბურთები.
|