ორცხობილა „სიურპრიზი"
მასალა:
კარაქი ან მარგარინი
200გრ.
მოხარშული კვერცხის
გული (ყვითრი) 6ც.
არაჟანი 3 ს/კ.
შაქარი 5 ს/კ.
ვანილი 2 ჩ/კ.
გამაფხვიერბელი 2 ჩ/კ.
პურის ფქვილი
200–250გრ.
მოხალული მიწის თხილი
100–150გრ.
მინანქარი (გლაზური):
კარაქი 50გრ.
რძე 5 ს/კ.
კაკაო 3–4 ს/კ.
შაქარი 200გრ.
მომზადება:
მოხარშული კვერცხის
გული ავთქვიფოთ კარაქთან ერთად, დავამატოთ არაჟანი, შაქარი, ვანილი და კარგად
ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ გამაფხვიერბელი, პურის ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ბურთებათ, თითოეული ბურთის ცენტრში მოვათავსოთ 1
ცალი მოხალული მიწის თხილი, დავამრგვალოთ და დავაწყოთ პერგამეტდაფარებულ
გამოსაცხობ ფორმაზე, გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში
დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ თითოეული ბურთი ამოვავლოთ
თავდაპირველად მინანქარში, შემდეგ გატარებულ მიწის თხილში.
მინანქარის (გლაზურის)
მომზადება:
კარაქი გავადნოთ,
შემდეგ დავამატოთ შაქარი, კაკაო, რძე და ვადუღოთ სანამ შაქარი მთლიანად არ
გადნება.
|