ორცხობილა „სასწაული
ბანანი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 4 ჭიქა
კარაქი 400გრ.
არაჟანი 200გრ.
ვანილი 5გრ.
გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ.
შიგთავსი:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
ხაჭო 400გრ.
ბანანი 2–3ც.
წასასმელად:
კვერცხის გული (ყვითრი) 2ც.
კარაქი და შაქრის პუდრა გემოვნებით.
მომზადება:
ვანილს
შევურიოთ არაჟანი და კარაქი, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გამაფხვირებელი და მოვზილოთ
ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ რამოდენიმე ნაწილად, დავამრგვალოთ და შევდოთ
მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით, შემდეგ ცომები გამოვიღოთ მაცივრიდან,
გავაბრტყელოთ, თითუელზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, გვერდები შევაერთოთ,
დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ თავდაპირველად კარაქი, შემდეგ ათქვეფილი
კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით
20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ შაქარის პუდრა.
შიგთავსის
მომზადება:
ფქვილს
შევურიოთ ხაჭო და შაქარი, შემდეგ
დავამატოთ დაჭყლეტილი ბანანი და კარგად ავურიოთ.
|