ნუშის ორცხობილები
მასალა:
პურის ფქვილი 280გრ.
დაფქვილი ნუში 100გრ.
შაქარი 70გრ.
კარაქი 210გრ.
ვანილი გემოვნებით.
მოსაყრელად:
შაქრის პუდრა 100გრ.
ვანილი 2ც.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ ვანილი, ნუში, შაქრის პუდრა, პატარა ნაჭრებად
დაჭრილი კარაქი და მოვზილოთ გლუვი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად,
შემდეგ ფქვილან ზედაპირზე თითოეულ ცომს მივცეთ ძეხვის ფორმა დიამეტრით დაახლოებით 3
სმ, ცალ–ცალკე შევახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით.
30 წუთის შემდეგ მომზადებული ცომები გამოვიღოთ მაცივრიდან, დავჭრათ მრგვალად, ზოგს
მივცეთ ნახევარმთავრისებული ფორმა, დავაწყოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ
ფორმაზე და გამოვაცხოთ 160* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 15
წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ცხელ ორცხობილებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა
(შაქრის პუდრას შევურიოთ ვანილი).
|