ნიგვზის ტორტი
მასალა:
ფირფიტა:
პურის ფქვილი 3 ს/კ.
კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 50გრ.
არაჟანი 3 ს/კ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
ძმარი 0,5 ჩ/კ.
კაკაო 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
შიგთავსი:
მიწის თხილი 50გრ.
ნუში 50გრ.
ნიგოზი 50გრ.
რძე 2 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
მინანქარი (გლაზური):
შაქარი 5 ს/კ.
კაკაო 2 ს/კ.
რძე 5 ს/კ.
კარაქი 30გრ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
ფირფიტის მომზადება:
კარაქი, შაქრი, კაკაო და კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ
დავამატოთ სოდა ძმრით ათქვეფილი, არაჟანი, ფქვილი და კვალავ ავთქვიფოთ ერთიანი
მასის მიღებამდე. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ მანანის ბურღული,
ჩავასხათ მასში მომზადებული ცომი და გამოვაცხოთ 160* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში. (პირველი 15 წუთი არღუმელის კარი
არ გამოვაღოთ).
შიგთავსის მომზადება:
ნიგოზი, ნუში და მიწის თხილი მოვხალოთ ტაფაზე, შემდეგ დავჭრათ. ქვაბში
ავადუღოთ რძე, დავამატოთ შაქარი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი, განუწყვეტლივ
ვურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან ცოტა გავაცივოთ, დავამატოთ მოხალული ნუში,
ნიგოზი, მიწის თხილი და კარაგად ავურიოთ.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო, რძე, კარაქი, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ
შესქელებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და ავურიოთ ვანილი.
ტორტის აწყობა:
ფირფიტაზე მოვათავსოთ ნიგვზიანი მასა და მოვასხათ მინანქარი.
გავაჩეროთ 1–2 საათი.
|