ნიგვზის ჩებურეკი
(სამარხვო)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
ზეთი 1 ჩ/კ.
წყალი 190–250მლ. (ან რასაც შეიზელს ცომი)
მარილი 0,5 ჩ/კ.
ფარში:
ნიგოზი 1 ჭიქა
კარტოფილი 2 ც.
ნიორი 1 კბილი
ხახვი 1 თავი
შვრიის ფანტელები 0,5 ჭიქა
ზეთი შესაწვავად
კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, შავი პილპილი
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილი
გავცრათ, დავამატოთ ზეთი და კარგად ავურიოთ. წყალში გავხსნათ მარილი, შემდეგ
მარილიანი წყალი დავასხათ ფქვილან მასას და მოვზილოთ ცომი. მომზდებული ცომი
დავმრგვალოთ, შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით. 30
წუთის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, მოვაჭრათ პატარა ნაწილები და გავაბრტყელოთ თხლად (მრგვალად), თითოეული გაბრტყელებული ცომის ნახევარზე მოვათავსოთ მომზადებული ფარში და გადავკეცოთ მთვარისებურად, კუთხეებზე დავაწვეთ ჩანგლით (გავაფორმოთ) და შევწვათ ზეთში ორივე მხირდან.
ფარშის მომზადება:
ნიგოზი, კარტოფილი, ნიორი, ხახვი და შვრიის
ფანტელები, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავმატოთ მარილი, პილპილი და კარგად
ავურიოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა და შევწვათ. შეწვის
შემდეგ გადმოვიღოთ ჯამზე დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში
და კარაგდ ავურიოთ.
|