ნაპოლეონი ბანანით
მასალა:
ფირფიტა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
შაქარი 1/4 ჭიქა
არაჟანი 1 ჭიქა
მარილი 0,5 ჩ/კ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
არაჟანი 400გრ.
შაქარი 4 ს/კ.
ბანანი 3–4 ც.
მომზადება:
შაქარს დავამატოთ არაჟანი, მარილი, სოდა, ვანილი და კარგად ავურიოთ,
შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი
გავყოთ 7 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ტაფაზე ორივე
მხრიდან ზეთის გარეშე, ფირფიტებს
გამოცხობის შემდეგ სწრაფად წავუსვათ 1 ს/კ. კრემი, შემდეგ კი როდესაც შვიდივე ფირფიტა გამოცხვება კარაგად დავკრემოთ
და თავზე მოვაყაროთ ფირფიტის ნაფხვენები.
კრემის მომზადება:
ბანანი, შაქარი და არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით.
|